მოგესალმებით Gartoba.Ge - ზე!
რითი განსხვავდება ჩვენი საიტი სხვა საიტებისგან ?
ვერსიები
ჩვენი საიტი ხელმისაწვდომია როგორც , კომპიუტერული ვერსიით ასევე მობილე ვერსიითაც , ასე რომ უპრობლემოდ შეძლებთ ჩვენს საიტზე შემოსვლას როგორც კომპით , ასევე მობილურითაც .
პირადულობა
ჩვენს საიტზე დაცულია ყველა სახის ინფორმაცია , ამ საიტზე არსებული თქვენი პირადი ინფორმაცია რჩება ყველასთვის მიუწვდომელი თქვენს გარდა .
გაცნობა
ჩვენი ვებ გვერდის ერთერთი მიზანია რომ თქვენ კარგად და ხალისიანად გაატაროთ თავისუფალი დრო ჩვენს საიტზე
რეგისტრაციის შემდეგ სულ რამოდენიმე წამში გააქტიურდება თქვენი პროფილი.
gushin 03:25
(ON) აუტანელი
●●●●●
თუკი ერთგულება არ არსებობს, ერთად ნუ ვიქნებით მეტ ხანს, შენი მოლოდინის ჯვარზე გამაკარი, და მას ერთგულება ერქვას. თუკი უკვდავება არ არსებობს, უფალს შევავედრებ შენს თავს, შევქმნათ საოცარი სიყვარული და მას უკვდავება ერქვას. არ წამთ სიყვარულის არსებობა, და ჩვენ დავუმტკიცოთ ყველას, ჩვენი გულები რომ შევაერთეთ, ამას სიყვარული ერქვას. თუკი მოკვდავია ყველაფერი, თუკი ვერ ვიცოცხლებთ დიდხანს, თუკი დასასრული სიკვდილია, სიკვდილს სილამაზე ერქვას. თუკი საოცრება არ არსებობს, მომსწრე სუყველაფრის ჩვენ ვართ, შევქმნათ ხელთავიდან ყველაფერი და მას საოცრება ერქვას. გიკვირს?! მუნჯი ვიყავ, ავმეტყველდი. შენთვის ეს მინდოდა მეთქვა: დღემდე რაც შევქმენით ჩვენთვის მონატრება, "თეთრი ღამეები" ერქვას
0 სხვა
17 May 2018
(ON) აუტანელი
●○○●
არასდროს მყვარებია მშვიდი წვიმა, ყოველთვის თავსხმას ვარჩევდი... არასდროს მომისმენია მუსიკა დაბალ ხმაზე,მელოდია მუდამ სხვების ყურამდე აღწევდა. . . არასდროს მყვარებია მშვიდად, მუდამ სიგიჟეს აღწევდა გრძნობა...! არასდროს გავჩუმებულვარ, მუდამ ვამბობდი იმას რასაც განვიცდიდი, მერე რა თუ ამის გამო ბევრჯერ წავაგე... მონატრება თუ ჭკუიდან მშლიდა, უბრალოდ ვყვიროდი, რომ მომენატრა... ტირილი თუ მინდოდა ვტიროდი, სანამ არ დავიღლებოდი... თავი არასდროს მინუგეშებია... ერთ მდინარეში ორჯერაც შევსულვარ... მერე რა, თუ შედეგი ნაპირზე გარიყვაა... თუ დამილევია, რა თქმა უნდა ორი ჭიქა არასდროს... საჩუქარი თუ მიყიდია, ბოლო კაპიკამდე დავხარჯულვარ, ჩემთვის არაფერი მომიტოვებია.... არასდროს წამოვსულვარ შუა სუფრიდან. არასდროს მითქვამს ,,ჩემი ცრემლები სხვის თამაშში ფსონად არ ღირსთქო” მერე რაა, თუ ამ ცრემლებიდან ტკივილის მეტი არაფერი შემრჩა... არასდროს გამიცინია მოკრძალებულად და ნაზად (ისე როგორც ,,კარგად აღზრდილ გოგოებს” ჩვევიათ) ყოველთვის იმდენს ვიცინოდი რაც გულიდან მოდიოდა... არასდროს ამირიდებია თავი კამათისთვის, ყოველთვის ბოლო სიტყვა მე მეკუთვნოდა... და სულ ასე…. მუდამ…..... ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი... ამ ცხოვრებასთან ტანგოს ვცეკვავდი და არა ვალსს, ყველა მოძრაობაა იმპროვიზაცია იყო! არასდროს მყვარება ვალსი, წინასწარ გათვლილი რიტმი და სინაზე... მთვრალი იყო მუდამ ჩემი ტანგო, ცოტა არარეალური და ცოტაც სევდიანი................... ჩემი სამყარო არის მცირე და ძალზე დიდიც, რომლის ნამდვილი შინაარსი არავინ არასდროს იცის ბოლომდე
0 სხვა
17 May 2018
(ON) აუტანელი
❤❤❤❤❤❤❤
არასდროს წამოგცდეს ეს სიტყვა: - " სიყვარული! " - მოვლენ, ცივ ხელებზე თეთრ ხელთათმანებს მოირგებენ და გულში ღრმა ორმოს ამოგითხრიან, მათი ზომის ორმოს... შიგნით სიცარიელეს ჩაასვენებენ და წავლენ....! ქვასავით მძიმე იქნება, ნისლივით ცივი და სველი იქნება, გაუთენებელი წყვდიადი იქნება და შენ მოგიწევს მისი ტარება მაშინაც, საკუთარი თავიდან თუ გაიქცევი... ! დაწყევლილია ეს სიტყვა: -"სიყვარული". მოჯადოებულია ეს სიტყვა:- "სიყვარული" ვერავინ აგხსნის...! ვერავინ გამოგილოცავს..! თუ შეგეყარა არასდროს წამოგცდეს....!!! ვერც კი მიხვდებიან რომ ხელები ჩასახუტებლად გაშალე...... მაშინვე ჯვარზე გაგაკრავენ....! არც დაიჯეროთ, არც კი გაიფიქროთ....! არ გაიბრიყვით თავი, არ გაპატიებენ! არაფრით გაპატიებენ უანგარო, გულწრფელ სიყვარულს..... ! უფალიც ხომ სიყვარულისთვის აწამეს .
0 სხვა

ვერსია: WAP | Lite | Touch | PC