მოგესალმებით Gartoba.Ge - ზე!
რითი განსხვავდება ჩვენი საიტი სხვა საიტებისგან ?
ვერსიები
ჩვენი საიტი ხელმისაწვდომია როგორც , კომპიუტერული ვერსიით ასევე მობილე ვერსიითაც , ასე რომ უპრობლემოდ შეძლებთ ჩვენს საიტზე შემოსვლას როგორც კომპით , ასევე მობილურითაც .
პირადულობა
ჩვენს საიტზე დაცულია ყველა სახის ინფორმაცია , ამ საიტზე არსებული თქვენი პირადი ინფორმაცია რჩება ყველასთვის მიუწვდომელი თქვენს გარდა .
გაცნობა
ჩვენი ვებ გვერდის ერთერთი მიზანია რომ თქვენ კარგად და ხალისიანად გაატაროთ თავისუფალი დრო ჩვენს საიტზე
რეგისტრაციის შემდეგ სულ რამოდენიმე წამში გააქტიურდება თქვენი პროფილი.
19 Apr 2018
(ON) Вad girl
♡♡♡♡
იცით რა ბედნიერებაა იმის გაცნობიერება რომ შენ გაქვს ნიჭი.. ნიჭი გიყვარდეს.. ნიჭი გენატრებოდეს.. ნიჭი აღმერთებდე.. მისი არსებობაც კი რომ ბედნიერებას განიჭებდეს... მისი სიხარულით რომ ხარობდე და მისი ტკივილი რომ გტკიოდეს.. სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის.... როცა გრძნობა იბადება გულში მთელს შენს ცხოვრებას, ფიქრებს, აზრებს იპყრობს... მთელი ცხოვრება მხოლოდ შენს საყვარელ ადამიანს უკავშირდება.. მასთან რაგაც უხილავით ხარ მიჯაჭვული და გასაქანს არ გაძლევს.. ნამდვილი სიყვარული მარადიულია.. ის არასოდეს ქრება უკვალოდ და დიდ ტკივილსაც ტოვებს სულში...დიდი დრო და სიძლიერეა საჭირო იმისთვის რომ სიყვარულით გამოწვეული სიგიჟეების, მძაფრი განცდებისა და ეიფორიებისაგან განთავისუფლდე... ამას იმდენად დიდი დრო სჭირდება რომ, ჩვენი ცხოვრების მანძილზე დრო აღარ გვრჩება იმისთვის რომ ხელახლა შეგვიყვარდეს... ზოგი იტყვის სიყვარული ვნებააო.. მაგრამ ცდებით.. სიყვარული ვნებაც არის.. მაგრამ ვნებას არ შეიძლება ვუწოდოთ სიყვარული.. ნამდვილი სიყვარული წმინდაა, ხელუხლებელი.. ვნებამ მართლაც ცეცხლივით იცის აგიზგიზება, მაგრამ მალევე ქრება.. თანაც უკვალოდ... ნამდვილი სიყვარული მარადიულია.. ჩაუქრობელი.. სიყვარული ყველაზე დიდი ვნებაა, რადგან იგი ერთბაშად ეუფლება გონებას, გულსა და სხეულს.. ეს გრძნობა პატარა გულში ყველაზე დიდ ადგილს იკავებს...
0 სხვა
19 Apr 2018
(ON) Вad girl
●●●●●
" ...წვიმიან ქუჩას მიუყვება ბარბაცით ლოთი, ყველა ჩქარობს და ის კი მაინც ფეხს არ უჩქარებს მან სიყვარული გადასცვალა იმ ღვინის ბოთლში რომელიც ახლა დარდს და სევდას ერთად უქარვებს. ვერ მოითმინა წავიდა და დღესაც დალია და ბახუსს ანდო საიდუმლო გულში ფარული, სასმელმა კვლავაც მისი გრძნობა დარდში არია და მოაგონა დაკარგული ის სიყვარული. იქვე ჩამოჯდა ტროტუარზე ცრემლმორეული წვიმის წვეთებმა ჩამობანეს სახე დაღლილი, ამინდი მაინც არ იყოსო გადარეული გაიფიქრა და გვერდით დადგა ბოთლი დაცლილი. როგორ ელოდა, როგორ სწამდა, როგორ უყვარდა, როცა ცხოვრებას უყურებდა ლამაზ ფერებში, წვიმა კი თავის მელოდიას მაინც უკრავდა და ცოცხლდებოდა მოგონებად ლოთის ხელებში. იყო დრო როცა მასაც ჰქონდა მშვიდი ცხოვრება, სახლი, ოჯახი, მეგობრები, დიდი მიზნებიც, მასაც უყვარდა, უსასრულოდ, ძლიერ უყვარდა... მაგრამ ეკლებმა გადაფარეს ახლა ის გზები. ვეღარ გაუძლო ორგულობას, ღალატს, დაცინვას, ვერ აიტანა მისმა გულმა ტანჯვა ამდენი, დაუმეგობრდა მარტოობას და ღვინის ბოთლებს მოგონებაა მკერდზე ტატუ მისი სახელით. ჩამოუარა იქვე გვერდით წყვილმა სიცილით, ქოლგის ქვეშ ალბათ ვერა გრძნობდნენ წვიმი სიავეს, დასველდებიო, მოკვდებიო ძია სიცივით შეეფარეო, დაელოდე სანამ იდარებს. ლოთმა კი თავი მორიდებით, ნელა ასწია ბიჭმა შენიშნა მისი ცრემლი წვიმანარევი გვერდით მოუჯდა, მორიდებით ხელი მოხვია, ვინ გაწყენინა, ან რატომ ხარ ნამტირალევი? არაფერია, შეხორცდება ჩემი ჭრილობაც, ალბაღ ბოთლი და დარდიაო ჩემი სასჯელი, მეც მიყვარდაო, წამოსცდა და უცბათ გაჩუმდა ვეღარ წარმოსთქვა ბაგემ სევდა გულით სათქმელი. ბიჭი მიუხვდა რაც თქვა ლოთმა თავის სიჩუმით, და ჭრელი ქოლგა მოახურა მხრებზე ფარულად, გოგომ ცრემლები ჩამოსწმინდა ხელის გულებით წვიმის სიმღერა მოისმოდა კვლავ ბანალურად. გამოიდარებს, ოდესღაც ხომ გამოიდარებს, ის ბიჭიც წავა და წაიყვანს გოგოს თავისთან, ლოთი კი ჩუმათ წამოდგება, გზას გააგრძელებს ხვალ დაიწყება ყველაფერი ისევ თავიდან. ასე ყოფილა მოწყობილი თურმე ცხოვრება ხან მზე ანათებს, ხან კი წვიმა გვიფენს ფარაჯას, ხვალაც იწვიმებს, ის კი ისევ ისე დათვრება და დასრულდება ერთი ლოთი კაცის ბალადაც..."
0 სხვა
19 Apr 2018
(ON) Вad girl
♡♡♡♡
მე გავაღმერთე სიყვარული, შენ რომ გაჩუქე, მაგრამ არ მინდა, შენს შესახებ ვინმემ გაიგოს, შენსკენ სავალ გზას ვადგავარ და კვალს სხვაგან ვტოვებ, არ მსურს ოცნებამ, ცრუ იმედში, ბინა დაიდოს, მთელ ჩემს სამყაროს ვანაცვალებ ბედნიერებას, რომელიც, მხოლოდ, შენმა გულმა მინდა გაიღოს, მე შენ მიყვარხარ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, თუნდაც ეს სული ჯოჯოხეთის ქარმა წაიღოს, ამ სიყვარულით გავაშენე სულის წალკოტი, მის შუაგულში, მსურს სამრეკლო, გულის, აიგოს, მუხლმოდრეკილი სიყვარულის, ძველისძველ ხატთან, ცრემლმორეული, კელაპტარი მინდა აინთოს,........ მე გავაღმერთე სიყვარულის უსასრულობა და იმას ვმალავ რაც არ მინდა ვინმემ გაიგოს, სულის საყდარი ავაგე და საკურთხეველთან, გული დავტოვე, რომლის მსგავსიც, ჰქონდა ბაირონს...
0 სხვა

ვერსია: WAP | Lite | Touch | PC